გია ვოლსკის აზრით, ყვარელში მოძალადეების დაჯგუფება "პროვოკაციას წამოეგო". ვოლსკიმ პროვოკატორად ლევან ბერძენიშვილი დაასახელა, რომელსაც "ალტინფოელებმა" ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს:
"მიმაჩნია, რომ დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე წამოეგო ადვილად კონკრეტული ადამიანების ჯგუფი. არამარტო კახელებისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოსთვის, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც გააჩნია ლევან ბერძენიშვილს, არის რეალობა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს. ამ ინციდენტს "ალტ-ინფო" წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი. რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, ესეც რასაკვირველია პროვოკაციული თემაა, სულ რომ არ არსებობდეს "ალტ- ინფო", ეს პროვოკაციული თემაა და სწორედაც რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია. ზუსტად მოხდა ის, რისთვისაც იგეგმებოდა ეს ე.წ. ლექცია. ფაქტია, რომ პროვოკაციის სუნი უდის ამას ყველაფერს და ლევან ბერძენიშვილი ჩადგა პროვოკატორთა სამსახურში." ამბობს ვოლსკი.
ცნობისთვის, 15 იანვარს ყვარელში, ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. მას ევროკლუბის შენობის შესასვლელი და გზა გადაუკეტეს. ადგილზე აგრესიული ჯგუფების მისვლის გამო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ლევან ბერძენიშვილის თქმით, შეკრება ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.
იხილეთ ასევე: