საჯარო მოხელეებსა და ჩინოვნიკებს ანაზღაურება 10%-ით გაეზრდებათ.
ხელფასი გაეზრდებათ პროკურატურის თანამშრომლებსაც, მათ შორის გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს. შოთაძის ხელფასი 1,524 ლარით მოიმატებს და საერთო ჯამში იგი ყოველთვიურად 8,784 ლარს აიღებს.
საუბარია როგორც საქალაქო, ასევე რაიონულ პროკურატურებზე. ხელფასი ასევე ეზრდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორსაც.
გარდა ამისა, აღსდგება დანამატებიც. ირაკლი შოთაძის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანების მიხედვით, პროკურორები გაზრდილ ხელფასებზე დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ დანამატების სახით, რომელიც 10%-ს შეადგენს.