დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა, მათ შორის 6 ბავშვია, - ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
"განახლებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა რაკეტამ 45 ადამიანი მოკლა, მათ შორის ექვსი ბავშვი“, - წერს რეზნიჩენკო
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს რუსმა ოკუპანტებმა დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, რუსული Kh-22 რაკეტის დაბომბეს. გარდა ამისა დნიპროში, რუსების საჰაერო იერიშს ქართველების ოჯახი ემსხვერპლა.
ადგილზე დღეს სამაშველო სამუშაოები შეწყდა.