ხელფასების მორიგი ზრდა საჯარო უწყებაში. ამჯერად მომატებულ ანაზღაურებას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები აიღებენ. მათი შემოსავალი მინიმუმ ათი პროცენტით იზრდება. ოპოზიცია და ექსპერტები ანაზღაურების ზრდაში მხოლოდ დადებით ეფექტს დაინახავდნენ იმ შემთხვევაში, რომ ჰქონდეთ პასუხი რამდენიმე კითხვაზე - რა დამსახურებისთვის იზრდება ხელფასი? ხელისუფლების ოპონენტები პროკურატურაში ანაზღაურების ზრდაზე საუბროსას პირველ რიგში პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაზე მომუშავე უწყებას იხსენებენ და კორუფციაზე საუბრობენ.
იხილეთ ასევე: