შეკითხვა, რომელსაც "ოცნების" ქება მოჰყვა, ლავროვს "ალტ ინფომ" დაუსვა

გამოქვეყნდა:

მოსკოვში, გასული წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, საქართველოს შესახებ კითხვა "ალტ ინფოს" წარმომადგენელმა, დავით ახვლედიანმა დაუსვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრორუსული ტელეარხი თავად ავრცელებს. 

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს "ალტ ინფომ" კითხვით მიმართა და უკრაინაში ომის კონტექსტში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ჰკითხა. ახვლედიანი რუსული ნარატივის კვალდაკვალ სიტყვა - "ომს" არ ახსენებს და  უკრაინაში რუსულ აგრესიას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს

"სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ჩვენ ყველანი ვაკვირდებით, რომ ეს დაპირისპირებაა კოლექტიური დასავლეთის, რუსეთის და არამხოლოდ, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პატარა ქვეყნები და მათ შორის საქართველო. ყოველდღიურად რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების გამოყენებით, რომლებსაც ამერიკელები აკონტროლებენ, მათი გარყვნილი და ამორალური ფასეულობებით, რომელიც ძალიან შორს არის ჩვენი კულტურიდან. დასავლეთი ცდილობს, დაანგრიოს პატარა ქვეყნების კულტურული სუვერენიტეტი და კონტროლი დაამყაროს მათზე. ამ გლობალისტების მიზანია, მსხვერპლად შესწიროს პატარა ქვეყნები თავის მომავალ პოლიტიკურ ინტერესებს. ამის სამწუხარო მაგალითია უკრაინა, ასეთივე საფრთხის წინაშე დგას საქართველოც და ჩემი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს": აქვს რუსეთს ზუსტი სტრატეგია, ან გეგმები დასავლეთის კულტურული ექსპანსიის წინააღმდეგ და ხომ არ გულისხმობს ეს სტრატეგია იმ ქვეყნებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რომლებსაც აქვთ კონსერვატიული შეხედულებები",- ჰკითხა ახვლედიანმა ლავროვს.

"ალტ ინფოს" შეკითხვას, სერგეი ლავროვის მხრიდან "ოცნების" მთავრობის ქება მოჰყვა. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაც არ გამორიცხა.

ლავროვის განცხადებები:


 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი