
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ში წერს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და შს მინისტრს, დენის მონასტირსკის ბოლო შეხვედრა გუშინ შედგა.
მონასტირსკი პრეზიდენტს დნიპროში, ოკუპანტების მიერ დაბომბილი მრავალსართულიანი სახლის ნანგრევებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ ესაუბრა და შესაბამისი ანგარიში გააცნო.
"შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის ბოლო მოხსენება პრეზიდენტს დნიპროში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ რუსული რაკეტით.
გუშინ იყო... ხსოვნა იყოს",- წერს გერაშენკო.
შეგახსენებთ, დღეს ბროვარში საბავშვო ბაღს ვერტმფრენი დაეცა. მომხდარ ავიაკატასტროფას უკრაინელი სახელმწიფო მოხელეები ემსხვერპლნენ, მათ შორის, შს მინისტრი დენის მონასტირსკიც. გამოძიება მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: