უკრაინამ განაახლა ინფორმაცია ავიაკატასტროფისას დაღუპულთა შესახებ - გარდაცვლილია 16, მათ შორის 3 ბავშვი

გამოქვეყნდა:

უკრაინამ განაახლა ინფორმაცია კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ოფიციალური უწყებების ცნობით, გარდაცვლილია 16 ადამიანი, მათგან სამი ბავშვი. მანამდე, ბოლოს გავრცელებულ ცნობებში ნათქვამი იყო, რომ დაღუპულთა რიცხვი 18-ს აღწევდა.

ეროვნული პოლიციის სპიკერი ამბობს:

"ამ დროისთვის განახლებული ინფორმაციით, ამ ავიაკატასტროფის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან სამი ბავშვია".

გარდა ამისა, დაშავდა 30 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მომხდართან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებებმა უკვე დაიწყეს გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი