
უკრაინის შსს დღეს, ავიაკატასტროფაში დაღუპული მგზავრებისა და პილოტების სიას აქვეყნებს, რომლებიც ვერტმფრენში ისხდნენ. დაღუპულები არიან:
უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი;
მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი;
შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი;
შსს-ს პატრონაჟის სამსახურის უფროსის მოადგილე ტეტიანა შუტიაკი;
შსს-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, პოლიციის ლეიტენანტი პოლკოვნიკი მიხაილო პავლუშკო
შსს-ს კომუნიკაციების დეპარტამენტის წამყვანი ინსპექტორი მიკოლა ანატასკი;
ვერტმფრენის მეთაური - სპეციალური დანიშნულების ინსტრუქტორი ალექსანდრე ვასილენკო;
სპეციალური დანიშნულების შვეულმფრენის ესკადრილიის პილოტი კოსტიანტინ კოვალენკო;
სპეციალური დანიშნულების ვერტმფრენის ესკადრილიის საბორტო მექანიკოსი, ივან კასიანოვი.
ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მათ შორის ბავშვებიც.
"უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ენით აუწერელ ტკივილს განიცდის ამ ადამიანების დაკარგვის გამო. ნამდვილი ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურად, მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ უკრაინის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ყველა ნათესავსა და მეგობარს" აცხადებს უკრაინის შსს.
ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფისას დაღუპულია 16 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავდა 30 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი.
ავიაკატასტროფა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში დღეს დილით მოხდა. ვერტმფრენი საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდა. გამოძიება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.