
კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საერთო ჯამში, შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვი, ხოლო დაშავდა - 25, მათგან 11 ბავშვია.
შემთხვევა ბროვარში დღეს დილით მოხდა. ვერტმფრენი საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდა. გამოძიება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ავიაკატასტროფას უკრაინის ოფიციალური პირები, მათ შორის შს მინისტრი ემსხვერპლა.