გმირები არ კვდებიან - უკრაინის კულტურის მინისტრმა კიკაბიძისადმი გამოსამშვიდობებელი სიტყვა ქართულად თქვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიალზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა ქართულ ენაზე თქვა. მისი განცხადებით, კიკაბიძეს ნათარგმნი აქვს ერთ-ერთი უკრაინული სიმღერა, რის გამოც სურდა ადგილზე შეკრებილებისთვის მასაც ქართულად მიემართა.

"რუსეთ უკრაინის ომის დროს, ჩვენ ქვეყანაში, როცა იღუპებიან მებრძოლები, მაშველები, ექიმები, არტისტები ამბობენ, გმირები არ კვდებიან, ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს. გმირები არ კვდებიან, ნათელი ხსოვნა", - თქვა უკრაინის კულტურის მინისტრმა. 

მანამდე მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი წაიკითხა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი