თოყაევმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

გამოქვეყნდა:

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

განკარგულების თანახმად, ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის 19 მარტს ჩატარდება.

გარდა ამისა თოყაევის განკარგულებით, უფლებამოსილება შეუწყდათ თვითმმართველი ორგანოების დეპუტატებსაც.

შესაბამისი განკარგულება  ყაზახეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

შეგახსენებთ, რომ თოყაევა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარება  ჯერ კიდევ   2022 წლის შემოდგომაზე ყაზახი ხალხისთვის მიმართვისას დააანონსა.  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი