"ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს-კლიმატი გვაქვს... პირველ ათეულსა და ოცეულში ვართ ეკონომიკური თავისუფლების კონტექსტში", - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობს.
საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს კლიმატი გააჩნია ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. პირველ ათეულსა და ოცეულში ვართ ეკონომიკური თავისუფლების, ბევრი სხვა რეიტინგისა და ინდექსების კონტექსტში. ოთხი თავისუფალი სამრეწველო ეკონომიკური ზონა გვაქვს საქართველოში.
ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩამოვიდნენ, შექმნან საწარმოები, ჩადონ ინვესტიციები აზერბაიჯანში, საქართველოში და თან ამის დაკავშირება გვინდა განახლებად ენერგიასთან. საქართველო მდიდარია ჰიდროენერგორესურსებით. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, სადაც დიდი ინვესტიციები გვაქვს განზრახული. გვინდა გამოვიყენოთ განახლებადი და იაფი ენერგია მზის, ქარისა და ა.შ.
ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობა გამოვიყენოთ და ეს ყველაფერი ჯამში ხელს შეუწყობს ბიზნესის კეთებას. აქვე მინდა ვახსენო ამ საკითხის მმართველობასთან დაკავშირებით - ბატონმა პრეზიდენტმა ძალიან სწორად ბრძანა, რომ გვქონდა შეხვედრა ყაზახეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ე.წ. საგზაო რუკას იმაზე, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებას, როგორ მოვხსნათ ბარიერები და მიმაჩნია, რომ შევთანხმდებით მომდევნო ნაბიჯებზე. ჩვენი გეგმაა, რომ საწყისი საგზაო რუკა, რაზეც შევთანხმდით, 2022-2027 წლების პერიოდში უნდა მოვამზადოთ ეს საკითხი, - ამბობს ღარიბაშვილი.