კულტურის მინისტი, თეა წულუკიანი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკაშირებით ამბობს, რომ დამტკიცდა ის, რაც სიმართლეა, სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ.
"დამტკიცდა ის, რაც სიმართლეა - სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება სახელმწიფო, სპეცდანიშნულების რაზმელები, პოლიცია და სხვა იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ...განაჩენი, დადგენილი წესით, გადაეცემა აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც ევროსაბჭოში პოლიტიკური ორგანოა და იქ უკვე შედგება სამოქმედო გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პროცედურული დარღვევები" - ამბობს წულუკიანი.
შეგახსენებთ,რომ სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება
გამოაქვეყნა. სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის - 10 000 ევროს, ხოლო ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 000 ევროს გადახდა.