
საგარეჯოში სროლის შედეგად საავადმყოფოში 6 დაშავებული და 1 მოკლული შეიყვანეს. ამის შესახებ კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალის" საგარეჯოს ფილიალში აცხადებენ.
აქვე, ცნობილი ხდება, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელის სროლას 6 პირი ემსხვერპლა, მათ შორისაა 1 პოლიციელი.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. თუმცა უწყებამ მოკლულთა რაოდენობა არ დაასახელა და გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ "გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი..."
მოგვიანებით, "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
ამ წუთებში ჩვენი გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილას მიემართება და დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
იხილეთ ასევე: