
"მთავარი არხის" ინფორმაციით, საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა.
როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ გვითხრა, შეიარაღებულმა პირმა უმისამართო სროლის შემდეგ თავი მოიკლა, თუმცა ეს არ არის ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ სროლას 6 პირი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი პოლიციელი. ასევე, ცნობილია, რომ საგარეჯოს კლინიკაში 6 დაჭრილია გადაყვანილი.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. თუმცა უწყებამ მოკლულთა რაოდენობა არ დაასახელა და გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ "გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი..."
მოგვიანებით, "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
ამ წუთებში ჩვენი გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილას მიემართება და დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
იხილეთ ასევე: