საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულდა

გამოქვეყნდა:

საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩავიდა. მისი თქმით, გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს და ტერიტორია უსაფრთხოა. 

შს მინისტრმა დაადასტურა, რომ "გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია". ასევე, დაიჭრა 5 პირი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

მისივე თქმით, შემთხვევის დროს, თავდამსხმელი სრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მოგვიანებით კი შვილმა თავის დაღწევა და ბინის დატოვება მოახერხა. 

აქვე, ცნობილი ხდება, რომ პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი