"სამჯერ გვესროლა... ბოთლი გადმოაგდო და აფეთქდა... მაღაზიაშიც ისროდა და პოლიციელი მოკლა... ვინც ვერ შეასწრო, ყველა ჩაცხრილა" - ამის შესახებ "მთავარ არხთან" თვითმხილველი საუბრობს და საგარეჯოში მომხდარის დეტალებს იხსენებს.
"არაფერს არ ითხოვდა. პროსტა გადმოყო და დაგვიშვა, რა. აი, უბრალოდ გადმოყო და დაგვიშვა, რა. ყოფილი ნაბრძოლი იყო, არ ვიცი, რამდენადაც ვიცი. განდეგილად ცხოვრობდა, რა. ერთი 10 წლის გადმოსულიც არ იქნებოდა, ახალი შეძენილი მეზობელი იყო. თავისთვის ცხოვრობდა ასე, შედიოდა-გადიოდა სახლში მარტო... და რამდენადაც ვიცოდით, მას რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მე რამდენადაც ვიცი. გადმოყო და პირდაპირ დაგვიშვა. სამჯერ გვესროლა, მერე უკან გადავიდა და უკანა მხრიდან ისროლა... იქ იოლის მაღაზიაში დაიწყო სროლა და მემგონი იოლის მაღაზიაში ორ გოგოს მოარტყა კიდე და იქ მოკლა პოლიციელები მე რამდენადაც ვიცი და ჩვენიდან 4 მოკლა. ჩვენ უბრალოდ შევასწარით სადარბაზოში. თავიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელშიც იყო რაღაცა ნივთიერება და ის ნივთიერება აფეთქდა და მაგაზე მივხვდით, რომ კიდევ უნდა დაეწყო სროლა და შევასწარით და ვინც შევასწარით, შევასწარით, ვინც არა და ჩაცხრილა პირდაპირ. აი ასე, პირდაპირ მოგვიშვა, რა, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ცნობისთვის, ამ დროისთის საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩავიდა. მისი თქმით, გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს და ტერიტორია უსაფრთხოა.
შს მინისტრმა დაადასტურა, რომ "გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია". ასევე, დაიჭრა 5 პირი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მისივე თქმით, შემთხვევის დროს, თავდამსხმელი სრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მოგვიანებით კი შვილმა თავის დაღწევა და ბინის დატოვება მოახერხა.
აქვე, ცნობილი ხდება, რომ პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია.
იხილეთ ასევე: