როგორც ვიცი, პოლიციელი დაჭრილ ქალს გადაეფარა და ისიც მოკლეს - მაღაზიის თანამშრომელი

გამოქვეყნდა:

საგარეჯოში ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული ერთ-ერთი სუპერმარკეტი, რომელიც ასევე შემთხვევის ადგილია. შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ნოდარ ათუაშვილმა სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი დაჭრა. პოლიციის თანამშრომელი ოთარ ღვინაშვილი სწორედ მათთან იყო მისული. 38 წლის სამართალდამცველი დაჭრილ ქალს გადაეფარა, რა დროსაც ტყვია მოხვდა. პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. 

"დაჭრილები არიან მაღაზიის თანამშრომლები. ბიჭს მუცელი აქვს გამოფატრული, გოგოს თვალში აქვს მოხვედრი ტყვია, დამლაგებელი ფეხშია [დაჭრილი], გადაეფარა პოლიციელი და ის კიდე მოკლეს, ამ დროს დაიღუპა, რომ გადაეფარა იმ დამლაგებელს. სროლების ხმა იყო, კაკანებდა ავტომატებიო. სასწრაფო შემოსულა და სასწრაფოც არ შეუშვიათ. სასწრაფოსაც ესროლა",- ამბობს მაღაზიის თანამშრომელი. 

საგარეჯოში მრავალბინაინი კორპუსი, სადიანაც სამხედრო ისროდა, კვლავ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. არსებული ინფორმაციით, ნიოდარ ათუაშვილის სახლიდან ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერებები. 

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. თავდამსხმელი სპეცრაზმს ბინაში გარდაცვლილი დახვდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი