რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა, 2022 წელს 52%-ით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის ბრუნვა წინა წელთან შედარებით, 2022 წელს 52%-ით გაიზარდა და 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ვკითხულობთ.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა შესამჩნევია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის ნაწილში. მაგალითისთვის, თუ ქვეყანამ 2021 წლის განმავლობაში რუსეთისგან 224,705 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა, რომელშიც 135,128 ათასი დოლარი გადაიხადა, 2022 წლის მანძილზე შეძენილი ნავთობპროდუქტების რაოდენობა 657,421 ტონამდე გაიზარდა და მისმა ფასმა 622,747 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასე გადანაწილდა:

 

 

 

 

 

 

რაც შეეხება რუსეთში საქართველოდან ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს, აქ ყურძნის ნატურალური ღვინოები ლიდერობს. თუ საქართველოდან რუსეთში 2021 წელს 47,356 ტონა ღვინო გავიდა, 2022 წელს ეს ციფრი 73,128 ტონამდე გაიზარდა.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული სხვა უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასე გადანაწილდა:

 

 

 

 

 

 

საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო, რომელთნაც სავაჭრო ბრუნვამ 2,81 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

საერთო ჯამში, 2022 წელს ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 19 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია. საქართველოს ექსპორტი 5,6 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია. იმპორტი კი 33%-ით 13,4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი