რუსეთი საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების შემდეგ აჯილდოებს - გახარია

გამოქვეყნდა:

"რუსეთი  საქართველოს უკრაინის მიმართ პოზიციისთვის აჯილდოებს" - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია.

გახარიას თქმით რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატია.

 "რუსეთი საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების შემდეგ აჯილდოებს, რომ ევროკავშირი და NATO აღარ არის პანაცეა, განიხილავს საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობის აღდგენას, მათ შორის დიპლომატიური კავშირების. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი" - წერს გახარია

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება". მან ქართული ოცნება შეაქო იმისთვისაც, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. 

ლავროვის განცხადებებს "ქართული ოცნების" ლიდერები კმაყოფილებით შეხვდნენ და თქვეს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "მისასალმებელი იქნება".

საგარეო მინისტრის შემდეგ, ურთიერთობების აღდგენაზე უკვე დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვიც ალაპარაკდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი