2019 წლის მოვლენების შემდეგ, საქართველოში ვითარება დამშვიდდა და დემოკრატია განმტკიცდა - გავრილოვი

გამოქვეყნდა:

"2019 წელს მომხდარი მოვლენების შემდეგ საქართველოში ვითარება დამშვიდდა...  - ამბობს "მთავარ არხთან" ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი და იმეორებს იგივეს, რასაც რუსულ მედიასთან:

"დიპლომატიური ურთიერთობებს აღდგენა მნიშვნელოვანია ეს სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობების გასაღრმავებლად აუცილებელი პირობაა. ვფიქრობ, რომ ავიამიმოსვლის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობაც აღდგეს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება და ის ქართველი ხალხის ინტერესებსაც შეესაბამება. ყოველივე ეს საჭიროა იმ მილიონობით ქართველის უფლებების დასაცავად, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, ეს ასევე აუცილებელია ჩვენს წინაშე ბევრი მწვავე პოლიტიკური საკითხის მოსაგვარებლად. ვიცი, რომ რუსეთის ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები ამ თემაზე მუშაობენ. 2019 წელს მომხდარი მოვლენების შემდეგ საქართველოში ვითარება დამშვიდდა და დემოკრატია განმტკიცდა, ამიტომ ჩემი პოზიციაა, რომ ავიამიმოსვლა უნდა აღდგეს, ეს მოსახერხებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვისაც" - ამბობს გავრილოვი 

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, უკრაინის ომთან დაკავშირებით გავრილოვის შეფასებით,  ის "გათვლილი, საპასუხისმგებლო, გააზრებული და პრაგმატულია". 

მანამდე საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის მოწოდებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც გამოვიდა. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება".

შეგახსენებთ, რომ  რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა. იგი ქვეყანაში "ქართული ოცნების" მოწვევით, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე ჩამოვიდა, მოგვიანებით კი პარლამენტში თავმჯდომარის სკამი დაიკავა. ამას ოპოზიციისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. 20 ივნისს ქუჩაში გამოსული მოქალაქეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშალა, დაშავდა არაერთი მოქალაქე, მათ შორის რამდენიმემ მხედველობა დაკარგა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი