აუცილებელია საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს - გავრილოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გარილოვის განცხადებით, საჰაერო ფრენების აღდგენის გარდა, მნიშვნელოვანია რუსეთმა საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

"თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დამოუკიდებელ პოზიციას უკრაინის პრობლემასთან მიმართებაში და მის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისადმი, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის", - განაცხადა გავრილოვმა რუსული მედიისთვის მიცემ ინტერვიუში.

ის ამბობს, რომ საქართველოში საელჩოსა და საკონსულო სამსახურების ხელახალი გახსნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას და ასევე, დაეხმარება რუსეთს, რომ საქართველოში ჩასულ მათ მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინოს.

მისივე თქმით, ურთიერთობების განახლება ქვეყნებს შრის ვაჭრობასა და ტურიზმს გააძლიერებს.

მანამდე საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის მოწოდებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც გამოვიდა. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება".

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა. იგი ქვეყანაში "ქართული ოცნების" მოწვევით, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე ჩამოვიდა, მოგვიანებით კი პარლამენტში თავმჯდომარის სკამი დაიკავა. ამას ოპოზიციისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. 20 ივნისს ქუჩაში გამოსული მოქალაქეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლებითა და რეზინის ტყვიებით დაშალა, დაშავდა არაერთი მოქალაქე, მათ შორის რამდენიმემ მხედველობა დაკარგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი