ხუთი მოკლული და ხუთი დაჭრილი - შეიარაღებული თავდასხმა წუხელ საგარეჯოში შემზარავი ტრაგედიით დასრულდა. 49 წლის ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი საკუთარი ბინის აივნიდან ერთი საათის განმავლობაში ესროდა ყველას ვისაც ქუჩაში დაინახავდა. თვითმხილველები საზარელ ისტორიებს ყვებიან - კორპუსის წინ შეკრებილი ახალგაზრდებისთვის გახსნილი ცეცხლი, მაღაზიაში დაჭრილი გამყიდველები და ადგილზე მოკლული, გამოძახებაზე მისული პოლიციელი. თავდამსხმელმა დაჭრილების დასახმარებლად მისულ სასწრაფოს მედიკოსებსაც კი ესროლა.

ავტომატით შეიარაღებული ყოფილი სამხედრო ორ საათზე მეტ ხანს დამიზნებით ესროდა ყველას სახლის ორი აივნიდან. პოლიციამ ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახა. სწორედ სპეცრაზმის ადგილზე მისვლის მომენტში თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის მიერ დაჭრილი ხუთი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. გარდაცვლილების ცხედრებს - ოთხ ახალგაზრდას, რომლებიც კორპუსთან იყვნენ შეკრებილი და გამოძახებაზე მისულ პოლიციელს, ექსპერტიზა ჩაუტარდათ.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი