ჩვეულებრივ პალატაშია, არ სჭირდება რაიმე დამატებითი მკურნალობა - ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დღევანდელ  პროცესზე კიდევ ერთხელ ოფიციალურად დადასტურდა სასჯელის მოხდისგან გადავადების საფუძველი.

მისი თქმით, საუბარია ნევროლოგიულ დიაგნოზზე, რომელიც სწორედ ჯანდაცვის მინისტრის მეხუთე მუხლის ბრძანებაშია მოყვანილი. 

"იყო საუბარი, რომ გაგვაგებინეთ რა სჭირს სააკაშვილს. დიახ, დღეს საჯაროდ კიდევ ერთხელ პროცესზე ოფიციალურად დადასტურდა სასჯელის მოხდისგან გადავადების საფუძველი, ეს არის დემენცია დაუზუსტებელი, ეს არის ნევროლოგიური დიაგნოზი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მეხუთე მუხლის ბრძანებაშია მოყვანილი და კახექსია" - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ. 

პენიტენციური სამსახურის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის რაიმე დამატებით მკურნალობა არ სჭირდება

"ის ჩვეულებრივ პალატაშია. მას არ სჭირდება რაიმე დამატებითი მკურნალობა, ის რა თქმა უნდა, გადის გარკვეულ მკურნალობას, მაგრამ პოზიცია არის ის, რომ მისი დაავადებების მართვა, რომელიც ბევრწილად მისი თვითდაზიანებითაც არის გამოწვეული, რომ არ იღებს საკვებს, მედიკამენტებს [ამის მკურნალობა] არის სავსებით შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიაზე" - ამბობს გელა ნიკოლეიშვილი 

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე ძირითადი დრო ორი სპეციალისტის - ნევროლოგისა და ფსიქიატრის დაკითხვას დაეთმო.

მედიკოსებმა კახექსიაზე, დემენციასა და გონებრივ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი განმარტებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირველივე დღიდან აკვირდებიან, ახლა ის ყველაზე მძიმეა და იქნება უმძიმესი იმ დრომდე ვიდრე სააკაშვილი არ მიიღებს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, რომლის გაწევაც მხოლოდ საზღვარგარეთ არის შესაძლებელი. 

შემდეგი სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადების, ან გათავისუფლების საკითხზე 23 იანვარს გაიმართება. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი