ლავროვთან და პუტინთან ერთად, საქართველოს ევროპის კარს უკეტავს ივანიშვილი - მელია რუსეთთან ფრენებზე

გამოქვეყნდა:

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, კრემლის ახალ გზავნილებს ეხმაურება, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ, მაშინ როდესაც ცივილიზებული სამყარო რუსეთისგან დისტანცირდა, "ოცნების" ხელისუფლება  ამაყობს ფრენების შესაძლო აღდგენით და ამას მოსახლეობის ინტერესით ხსნის. მისივე თქმით, რუსეთის ტერორისტული ხელისუფლება აქებს საქართველოს პრორუსულ მთავრობას კომუნიკაციის აღდგენისა და გაუმჯობესებისათვის და ხარობს"

"ფრენები რუსეთმა გააუქმა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გავრილოვს და მის მოკავშირე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გასცა. ფრენების აკრძალვა კრემლის აზრით იყო სასჯელი და სანქცია ქართველი ხალხის მიმართ. ახლა კი, დაიწყო საუბარი აღდგენაზე – რითი დაიმსახურა ამ ე.წ. სასჯელისგან გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლებამ?! რუსეთს უხარია, რომ საქართველოში „ოცნების“ ხელისუფლების ხელით კლავს თავისუფლებისათვის მებრძოლ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, კლავენ კიდევ ერთ პრეზიდენტს საქართველოში, რომელმაც უთხრა რუსეთის მსახურებას „არა“, კლავს ისევე როგორც დაგეგმა და განახორციელა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა...

დღეს რუსული ოცნების ხელისუფლებამ, ოფიციალურად, განაცხადა დასტური, რომ არ უერთდება ცივილიზებული სამყაროს სანქციებს რუსეთის მიმართ, პირიქით ეწინააღმდეგება და გვერდს უვლის მას. დღეს, რაც ხდება საქართველოში, უხარია რუსეთს. საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის მტრები არ დგანან მხოლოდ რუსული ოკუპაციის ხაზთან. ისინი არიან აქაც, ამ ქალაქში, ამ მთავრობაში „ქართული ოცნების“ მმართველობის სახით. ლავროვთან და პუტინთან ერთად, ივანიშვილი უკეტავს საქართველოს ევროპის კარს.

„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით რუსულ მთავრობას საქართველოში, თავისუფალ სამყაროსთან ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ყველგან, ყველა ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენი ღირსებითა და სიმართლით. მხოლოდ ასე დამარცხდება რუსეთი საქართველოში“,  განაცხადა ნიკა მელიამ.

ფრენების აღდგენაზე ბოლო დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ალაპარაკდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი