
"ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სუს-ში გამოკითხვაზე რასობრივი დისკრიმინაციისა და შუღლის გაღვივების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.
საქმე ბოლშევიკი მწერლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით გამართულ აქციებს ეხება, სადაც 16 ივლისს "ქართული მარშის" წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა სანდრო ბრეგაძემ ამტიცებს, რომ მისი პარტიის წევრები მარნეულში გამართულ აქციაზე არ ჩასულან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მას ცილი დასწამეს.
დღეს მივაწვდი უსაფრთხოების სამსახურს მასალებს, თუ როგორ ცდილობს "ევროპული საქართველოს" და "ლელოს" წარმომადგენლები სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერებას. ეს არის მათი ადგილობრივი წარმომადგენლები, კერძოდ, მათ შორის, ვინმე იმამყულიევი, - თქვა ბრეგაძემ დაკითხვაზე შესვლამდე.
შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს ქალაქის ცენტრში რამდენიმე საათის განმავლობაში "ქართული მარშის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ისინი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან, მეუფე გიორგისთან ერთად ითხოვდნენ.