ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებში მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის წევრების ნაწილი ამბობს, რომ ისინი პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს არა ნიკა მელიას, არამედ ლევან ხაბეიშვილს უჭერენ.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდის ორგანიზაციის ნაწილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც ითქვა, რომ ისინი არჩევნებში მხარს ნიკა მელიას დაუჭერენ. ზუგდიდის ორგანიზაციის მეორე ნაწილმა კი ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ მანამდე გაკეთებული განცხადება მათთვის მოულოდნელი იყო.

"დღეს ზუგდიდის პარტიის ოფისში ჩატარებული ბრიფინგი ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ასევე ასობით ჩვენი პარტიის მხარდაჭერისთვის მოულოდნელი იყო. ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს წევრი, რაც რამდენიმე საათის წინ ჩემმა მეგობრებმა ბრიფინგზე თქვეს, არის ხალხის შეცდომაში შეუყვანა, რომ ზუგდიდის ორგანიზაცია მხოლოდ მხარს უჭერს ნიკა მელიას კანდიდატურას. ზუგდიდის ორგანიზაცია არის მრავალფეროვანი, რითაც მე ვამაყობ, ბევრი უჭერს მხარს ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, მათ შორის ჩვენც. ასევე, პარტიაში არიან ხალხი, რომლებიც მხარს უჭერენ სხვა კანდიდატს", - ამბობენ პარტიაში.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი