მე დავინახე ადამიანები ახლა გარშემო, რომლებიც ემზადებიან არჩევნების შედეგების უარყოფისა და არალეგიტიმურად გამოსაცხადებლად - აცხადებს ნიკა მელია "შაბათის მთავარის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
მელიას განცხადებით, ეს ნაბიჯი იქნება მომაკვდინებელი და დამანგრეველი ნაციონალური მოძრაობისთვის
"გამოდის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც ასევე ძალიან მჭიდრო კავშირშია ბატონ მერაბიშვილთან ჩემი შეფასებით, ბატონი მუმლაძე, 24 საათი საუბრობს რომ ეს პროცესი არის ყალბი, ეს პროცესი არ არის ლეგიტიმური და ა.შ." ამბობს ნიკა მელია.
მისი თქმით, დამარცხების შემთხვევაში თავად ის შედეგებს აღიარებს და გამარჯვებულს მიულოცავს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში იქნება ცვლილებები.
ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინ სისტემით ჩატარდება