ქობულეთის 25 ჰექტარი 32 წლის დამწყებ ბიზნესმენს, ნიკა ევგენიძეს - უცნობია საიდან ჰქონდა 5 მილიონი ლარი ხელოსანს, რომელიც დღეს ზღვისპირა ქალაქის უდიდესი ტერიტორიის მფლობელია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახალბედა ინვესტორის უკან სინამდვილეში "ქართულ ოცნებასთან" დაახლოვებული მაღალჩინოსნები დგანან.
ისინი ამბობენ, რომ კორუფციული სქემის სათავეში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და მასთან დაახლოებული მაღალჩინოსნები დგანან.
"მთელი ცხოვრება ქობულეთში მაქვს გატარებული და ბიზნესმენი ნიკა ევგენიძე ჩემს ყურს არ გაუგია. უფრო ემტიც, რომ ჩავიდეთ ქობულეთში და მოვიკიტხოთ მსგავსი ბიზნესმენი არ არსებობს, ვინც 5 მილიონს გადაიხდიდა და შემდეგ 150 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს. კითხვები პირდაპირ უკავშირდება თორნიკე რიჟვაძეს, რომელის სახელის უკან არაერთი მსგავსი გარიგებაა. მისი და მისი მამის მაფიოზური მოქმედებების შედეგად. ქობულეთში ერთადერთი საუკეთესო ადგილი იყო დარჩენილი მსხვილი ინვესტიციისთვის და ვინ თუ არა მთავრობის თავმჯდომარე ვინ დაადებდა ამას თავლს. ამიტომ ეს გარიგება, აუქციონის გამოცხადება ერთი პირის მონაწილეობით, სუს-ის, მაღალჩინოსნების ჩარევა და ა.შ. პირდაპირ უკავშირდება თორნიკე და დათო რიჟვაძეების სახელს, რომელთა გარეშეც აჭარაში მსგავსი გარეიგება გამორიცხულია",- ამბობს ბონდო თედორაძე, ენმ-ის ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ პროექტის 5 მილიონზე ცოტა მეტით ნაყიდი 25 ჰექტარი მიწა ზღვისპირეთში და 150 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო 32 წლის ახალგაზრდამ, ნიკა ევგენიძემ, რომელსაც აქამდე არც ბიზნესი ჰქონია და შესაბამისად არც დიდი შემოსავალი. ვიდრე მულტიფუნქციური პროექტის განხორციელების ვალდებულებას აიღებდა, ნიკა ევგენიძე მეტალოპლასტმასის საწარმოში მუშაობდა, არამენეჯერულ პოზიციაზე.