უკრაინის რადას დეპუტატი, იური კამელჩუკი "მთავარ არხთან" ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ გაუგებარია საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელთან უკრაინელ მერეჟკოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას მხარი იმიტომ არ დაუჭრირეს, რომ მან ევროსაბჭოს წინა რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის სახელის ჩაწერას დაუჭირა მხარი.
"ტინი კოკსის პრეზიდენტად არჩევას ვულოცავთ. მან რუსეთთან მიმართებაში მკაცრი პოზიცია დაიჭირა და უკრაინის მხარეს დადგა. რაც შეეხება მერეჟკოს პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ის უკრაინის მოქალაქის უფლებებს იცავს. სხვაგვარად შეუძლებელია. არ დაგავიწყდეთ რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის პატიმრობაში ჰყავთ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღების საშულებას არ აძლევენ. საქართველო, უკრაინის პრეზიდენტისა და საერთაშორისო ორგანზაციების მოწოდებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილის მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ, ყურადღებას არ აქცევს. რაც ახლა სააკაშვილის ირგვლივ ხდება, დანაშაულია. თუ ქართული ოცნების დელეგაციის წევრები, იგივე პარლამენტარები, თვლიან რომ ეს მოქცევა სწორია, მაშინ რა ესაქმებათ იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს",- ამბობს კამელჩუკი.
ცნობისთვის, საქართველომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსს დაუჭირა მხარი. "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ეს გადაწყვეტილება კი ასე ახსნა: უკრაინელი კანდიდატი ჩართული იყო ჩვენთვის მიუღებელი ცვლილებების მიღებაში.