სუს-ს სიუჟეტთან დაკავშირებით სრული მასალა გადავეცით - მთავარი არხის იურისტი

გამოქვეყნდა:

მთავარი არხის იურისტის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახრუს არქივში არსებული მასალა სურლად გადსცეს. სუს-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომ საბოტაჟის მუხლით აღძრულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, "შაბათის მთავარში" გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპონდენტი გამოიკითხა, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული.

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს ჩვენ გადავეცით სრული მასალა, რაც გაგვაჩნია ამ სიუჟეტებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაემდ ზოგადად რა ინფორმაციაც ინახება ჩვენს არქივში ეს ინფორმაცია გადავეცით სრულად. რაც შეეხება სუს-ის განცხადებას და მიმდინარე გამოძიებას საბოტაჟის მუხლით, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია, - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საძაგლიშვილის თქმით, როგორც ჩანს სუს-მა ახალი ფუნქცია შეითავსა, რაც სატელევიზიო სიუჟეტების შინაარსის კონტროლს გულისხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საბოტაჟის მუხლით აღძრულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, "მთავარი არხის" მიერ წარმოდგენილ ვიდეო-მასალაზე ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი განისაზღვრება.

არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გამოძიებას სახიფათო  პრეცედენტად აფასებს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას თავის ფეისბუქის გვერდზე არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თარგმანი სწორია და ამ საქმეში სუს-ის დანაშაული უფრო იკვეთება, რომლებმაც, გვარამიას თქმით, "მთავარის" რესპონდენტები "აკაჩავეს".  

შეგახსენებთ, რომ კოვიდ 19-ის თემაზე მომზადებული სკანდალური სიუჟეტი არხის ეთერში 20 ივნისს, "შაბათის მთავარში" გავიდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი