მასშტაბური ცვლილებები უკრაინის ხელისუფლებაში - ზელენსკიმ 5 ოლქის ხელმძღვანელებიც გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

მასშტაბური ცვლილებები უკრაინის ხელისუფლებაში. მაღალჩინოსნებმა თანამდებობები ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიჩესლავ შაპოვალი, გენერალური პროკურორის მოადგილე ოლექსეი სიმონენკო, ინფრასტრუქტურის მოადგილე ივან ლუკერია  და მრეწველობის მინისტრის მოადგილე პავლო რიაბკინი - ეს იმ მაღალჩინოსნების არასრული ჩამონათვალია ვინც დღეს განცხადება დაწერა. 

გადადგომები უკრაინის პრეზიდენტის  განკარგულებას მოჰყვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურს კორუფციის ფაქტების გამოძიება დაავალა. გარდა ამისა,  პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა 5 ოლქის, კიევის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელებიც. 

უკრაინული მედია აქტიურად წერს მმართველი ძალაში მიმდინარე შიდა პარტიულ ცვლილებებზეც. ვრცელდება ინფორმაცია თანამდებობიდან პარტია ხალხის მსახურის თავმჯდომარის, ელენა შულაკის შესაძლო გადაყენებაზეც. უკრაინული მედიაში გავრცელებული ცნობებით მიმდინარე პროცესები სავარაუდოდ კორუფციას უკავშირდება.

იხილეთ ასევე:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი