სოჭის პორტი: "აფხაზეთსა და საქართველოსთან საზღვაო მიმოსვლის დასაწყებად მოლაპარაკებები მიმდინარეობს"

გამოქვეყნდა:

სოჭის ნავსადგურის ადმინისტრაციის გენერალური დირექტორის, იური ვლადიმიროვის განცხადებით, "მოლაპარაკებებს აწარმოებენ საქართველოში და აფხაზეთში სამგზავრო გემის ტრანსპორტირების დაწყებისთვის". 

ვლადიმიროვი არ ასახელებს, კონკრეტულად ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები

"ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ [სამგზავრო ტრანსპორტი] გაიხსნება აფხაზეთში და საქართველოში. მოლაპარაკებები ჯერაც მიმდინარეობს. მიზანი არის, [ტრანსპორტირება] ზაფხულში დავიწყოთ", - ამბობს რუსულ მედიასთან ინტერვიუში ვალდიმიროვი.

მისივე თქმით, სოჭიდან საქართველოს მიმართულებით მარშრუტი ბათუმის პორტში შესრულდება. 

სოჭის ნავსადგურის დირექტორი განმარტავს, რომ ახალი საზღვაო მარშრუტების დამატება დიდი მოთხოვნის გამო გადაწყვიტეს. 

"საზღვაო გზით სამგზავრო გადაყვანის ახალ მარშრუტებზე ძალიან დიდი მოთხოვნა გვაქვს. ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი ტურისტების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით განვითარება", - თქვა პორტის დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ რუსი მაღალჩინოსნები ბოლო დროს ღიად საუბრობენ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენაზე.

18 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან საჰაერო ფრენები სრულიად აღდგებოდა. ლავროვის განცხადებას მხარი დაუჭირა რუსული კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დასძინა, რომ არა თუ ფრენების აღდგენა, არამედ საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სურდა. 

რუსი მაღალჩინოსნების ამ განცხადებებს მხარი დაუჭირეს "ქართულ ოცნებაში". 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი