საქართველოში შექმნილ მედია გარემოზე და კრიტიკული ტელევიზიების მიმართ გატარებულ რეპრესიებზე გერმანიის ბუნდესტაგში მსჯელობენ. ბერლინში იმყოფებიან "მთავარი არხისა" და "ფორმულას" წარმომადგენლები. გერმანელ კანონმდებლებთან შეხვედრები "თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრისა" და "გრასის" ორგანიზებით იმართება.
12 პუნქტიდან ერთ-ერთი სწორედ მედიის თავისუფლების გარანტიებს შეეხება, თუმცა "მთავარი არხის" დამფუძნებლის პოლიტიკური პატიმრობა და "ფორმულას" დამფუძნებლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პუნქტის შესრულებასაც და საქართველოს ევროპულ პერსპექტივასაც.