ეს ავტომობილი არც პარტიის საკუთრებაა და არც მისი დეკლარირების ვალდებულება გვქონდა - ბეჟაშვილი აუდიტზე

გამოქვეყნდა:

"ეს ავტომობილი არც პარტიის საკუთრებაა და არც მისი დეკლარირების ვალდებულება ჰქონდა რომელიმე სუბიექტს" - აცხადებს ენმ-ს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, ნაჩუქარ ავტომობილთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურის განცხადების პასუხად.

როგორც ბაჟაშვილი აცხადებს, არანაირი დოკუმენტი და მტკიცებულება არ არსებობს, რომ აღნიშნული მანქანა ოდესმე პარტიის საკუთრება ყოფილიყო.

ბეჟაშვილის თქმით, პარტიის ფინანსები გამჭვირვალეა და აუდიტის სამსახური ყველაფრის საქმის კურსშია:

"ეს ავტომობილი არც პარტიის საკუთრება არის და არც მისი დეკლარირების ვალდებულება ჰქონდა რომელიმე სუბიექტს...ამიტომ ეს ხმაურიანი განცხადება აუდიტის სამსახურის დარჩება რეაგირების გარეშეც საბოლოო შედეგის თვალსაზრისით, რადგან კანონდარღვევასთან არანაირს კავშირში არ არის. არ არსებობს არანაირი დოკუმენტი და მტკიცებულება, არც ფაქტობრივი გარემოება იმისა, რომ ეს მანქანა პარტიის საკუთრება ყოფილიყო ოდესმე" - ამბობს ბეჟაშვილი

ცნობისთვის,  ლევან ხაბეიშვილის გუნდის წარმომადგენლების ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა ნიკა მელიას ავტომანქანა აჩუქა. მელიამ ამ განცხადებას წერილობით უპასუხა. მელიას თქმით, კეზერაშვილის საჩუქარი პარტიის საჭიროებისთვის გამოიყენებოდა და როცა მისი დაბრუნება გადაწყდა, მეორე მხარემ მასზე უარი თქვა და ავტომობილი დღემდე პარტიის ავტოფარეხში დგას. 

ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების საჯარო განცხადებების საფუძველზე კი აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი