"მე არ მითქვია გაეპარა-გამოეპარა. ეს თქვენი ინტერპრეტაციაა" - გეჯაძის პირველი განმარტება ექსპერტიზის დასკვნის "მექანიკურ შეცდომებზე"

გამოქვეყნდა:

"მექანიკური შეცდომა" გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაში - დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, "მთავართან" პირველ განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ მექანიკურ შეცდომად მას ეს ჩანაწერი არ შეუფასებია.

გეჯაძე განმარტავს, რომ დასკვნაში მართლაც არის შეუსაბამობები, თუმცა არა იმ სახის, რაზეც უკრაინელი ექსპერტი "მთავარ აქცენტებში საუბრობდა.

გეჯაძე ამბობს, რომ გალინა კარმოშინას ექსპერტს ტექსტი არასწორად უთარგმნეს და შესაბამისად დასკვნებიც არასწორად გამოიტანა. ექსპერტმა დღეს "მთავარი არხი" ტენდენციურობაშიც დაადანაშაულა

"მე არ მითქვია გაეპარა-გამოეპარა. ეს თქვენი ინტერპრეტაციაა. ეს კი არ არი მთავარი თქვენთვის ექსპერტიზაში შეუსაბამობა იყო თუ არა, ტენდენციურად მიგყავთ ინტერვიუ. მე გეუბნებით, რომ ლპობითი პროცესები რომ წერია ყველგან, რატომ აარიდა ამას თავი ნებით, უნებლიედ, შეგნებულად, ქართულის ცოდნის პრობელემებით, ეს არის მთავარი" ამბობს გეჯაძე.

გიორგი შაქარაშვილი, შესაძლოა, ორი დღე ცოცხალი იყო, მაგრამ კომაში - ამის შესახებ ვარაუდი უკრაინელმა ექსპერტ - კრიმინალისტებმა, ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" გამოთქვა. 

გალინა კარმოშინა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში ორ დღეზე მეტხანს ვერ იქნებოდა, რადგან არ იყო დაწყებული სხეულის ხრწნა,  მისივე თქმით, სიცოცხლის დროინდელი ტრავმები ფეხბურთელისთვის იყო უმძიმესი, სავარაუდოდ ფუძის მოტეხილობით.

მისივე თქმით, ცხედარს აღენიშნებოდა გარკვეული მანიპულაციები, რასაც გვამური ლაქებიც მოწმობს.

"ემპათიაში კი ამბობენ, რომ უკრაინელი ექსპერტის წინააღმდეგ ბოლო დღეების განმავლობაში ბულინგი მიმდინარეობს და ქართველი კოლეგების განცხადებები ამ ყველაფერს ხელს უწყობს.

"ემპათიას" ექსპერტები პროკურატურისგან ითხოვენ კითხვების ჩამონათვალს დაემატოს სისხლნაჟღენთების ხანდაზმულობის შესახებ კითხვა, რომლის პასუხითაც ჯიშკარიანის თქმით, დადასტურდება მათი ვარაუდი, რომ შაქარაშვილის გვამი 4 დღე წყალში არ იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი