"არ ვაპირებთ შეტევას ბელარუსზე" - ზელენსკის პასუხი ლუკაშენკოს "თავდაუსხმელობის პაქტზე"

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, თითქოს უკრაინა ბელარუსს თავდაუსხმელობის პაქტის დადებას სთავაზობს. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა არ აპირებდა და არც ახლა აპირებს ბელარუსზე თავდასხმას.

"ყველაფერს, რასაც უკრაინა ოფიციალურად გვთავაზობს, გესმით. ჩვენ არ ვაპირებთ შეტევას ბელარუსზე და არც არასდროს ვაპირებდით. ასეთი განზრახვები არ არსებობს. ეს არის მთავარი სიგნალი მთელი უკრაინელი ხალხისგან ბელარუსი ხალხისთვის." - ამბობს ზელენსკი

ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინა მინსკს თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას სთავაზობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი