"ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება" - კალაძე ივანიშვილს "ლაგუნას" გადაცემისთვის მადლობას უხდის

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "ლაგუნა ვერეს" ინფრასტრუქტურა შენარჩუნდება და სრულად აღდგება. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისუაბრა და ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილისა და "ქართუს" მადლობა გადაუხადა ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის გამო.

მისივე თქმით, ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი, რაც  ქალაქში ახალ მიზიდულობის ცენტრს გააჩენს.

"მესმის, პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების რეაქცია და ამის მიზეზი ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი და დედაქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა და მეტიც - ტერიტორია საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ჩვენ კი ამ სივრცეს მოვაწესრიგებთ და მოსახლეობასთან ერთად განვსაზღვრავთ, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი",  - თქვა კახი კალაძემ. 

კალაძე ამბობს, რომ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ არსებული აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა "შენარჩუნდება და შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას".

"არქიტექტურის კუთხით, ჯერჯერობით გრძელდება მუშაობა, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს პროექტი და მივიღოთ საუკეთესო განაშენიანება. სხვა დეტალებზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ განაგრძობენ მუშაობას", - თქვა მერმა. 

ცნობისთვის, "ლაგუნა ვერესა" და გმირთა მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი "ქართუ" 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი