დროა, სანამ მისი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი არ გახდება, ცოტა ნორმალური განცხადებები გააკეთოს - მაჭარაშვილი კასიანოვზე

გამოქვეყნდა:

"მას არაფერი გამოუვიდა საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოს მოქალაქეები პროვოკაციაში ვერ ჩაითრია და ახლა თავის მოქალაქეებს მიადგა, სურს, მათ გადაადგმევინოს ეს ნაბიჯი, რომ როგორმე, აქ არეულობა მოხდეს. ამას სულ ტყუილად ცდილობს, მგონი, თავად დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება. დიპლომატი დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ რომელ ქვეყანაშიც არის წარმოდგენილი, ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობები იყოს, ის პირიქით არის დაკავებული, რომ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოში კონფლიქტის არც ერთი ფაქტი არ არსებობს და თავად კონფლიქტებსა და ევაკუაციაზე საუბრობს. ევროპაში წასულ მილიონ მოქალაქეს, იქიდან ევაკუაციას სად გაუკეთებს, რომელ ქვეყანაში? – დროა, სანამ მისი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი არ გახდება, ცოტა ნორმალური განცხადებები გააკეთოს და დღემდე პასუხი არ არის გაცემული და განმარტოს, საქართველოდან რატომ არის უკრაინის ელჩი გაწვეული და ბელარუსიდან არ არის, რომელიც რუსეთის მოკავშირეა და იქიდან ებრძვის უკრაინას“

აცხადებს ოცნებას "გამოყოფილი" დეპუტატი, "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი