თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება და უსაფრთხოების რისკები გაიზრდება, უკრაინელების ევაკუაციას არ გამოვრიცხავთ - კასიანოვი

გამოქვეყნდა:

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი არ გამორიცხავს ქვეყნიდან მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების აღდგენისა და რუსების მასიური ნაკადის საქართველოში შესვლის შემდეგ.

ამ თემაზე მან  "Европейской правда"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს განიხილება უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

"პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში", - განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვმა აღნიშნა, საქართველოში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შესვლის გამო, უსაფრთხოდ ყოფნის საფრთხის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, საელჩო ყველანაირად უწყობს ხელს უკრაინის მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება". მან ქართული ოცნება შეაქო იმისთვისაც, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.  ლავროვის განცხადებებს "ქართული ოცნების" ლიდერები კმაყოფილებით შეხვდნენ და თქვეს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "მისასალმებელი იქნება".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი