კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეს ხვდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივა. მისი თქმით, საგარეო უწყებაში ის მიწვევის საფუძველზე მიდის და განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები იქნება. კასიანოვი მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდება:

"ჩვენ მივდივართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე. ჩვენ განვიხილავთ საკითხების ფართო სპექტრს საქართველო -უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან“, - განაცხადა კასიანოვმა.

შეგახსენებთ, კასიანოვის ბოლო განცხადებას, სადაც მან უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან ევაკუაცია არ გამორიცხა, "ოცნების" ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი