საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
საგარეოში ამბობენ, რომ სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე განხილული არ იქნება.
შეგახსენებთ, კასიანოვმა უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან ევაკუაცია არ გამორიცხა, რასაც "ოცნების" ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა - თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება და უსაფრთხოების რისკები გაიზრდება, უკრაინელების ევაკუაციას არ გამოვრიცხავთ - თქვა მან Европейской правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში.