UEFA რუსული ფეხბურთისთვის სანქციების შემსუბუქებას არ აპირებს - Sky news

გამოქვეყნდა:

რუსული საფეხბურთო გუნდები ევროტურნირზე კვლავ აკრძალული იქნება. ინფორმაციას Sky news ავრცელებს.

ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც  UEFA რუსული ფეხბურთისთვის სანქციების შემსუბუქებას აპირებდა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია არც რუსული კლუბებისა და არც სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებისთვის აპირებს სანქციების მოხსნას,.

2023 წლის UEFA-ს სუპერთასის შეხვედრა ყაზანში უნდა გამართულიყო, მაგრამ ის რუსეთის ქალაქში აღარ ჩატარდება, ისევე როგორც 2022 წელს სანკტ პეტებურგის ნაცვლად ჩემპიონთა ლიგის ფინალს პარიზმა უმასპინძლა.

Sky news წერს, რომ UEFA ოფიციალურ განცხადებას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ გაავრცელებს სადაც გაჩნდება ჩანაწერი, რომ  დისკვალიფიკაცია რუსულ ფეხბურთისათვის უკრაინაში აგრესიის შეწყვეტამდე გაგრძელდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი