ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექთანს გირაო შეეფარდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ცენტრალური საუნივერსიტეტო  კლინიკის უფროს ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო. 

საქმის პროკურორი ბრალდებულისთვის, თეა ბეგიაშვილისთვის 7 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

სასამართლოზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმაც და თქვა, რომ მის ქმედებებში გადაცდომა არ ყოფილა.

„ჩემს საქციელში არანაირ გადაცდომას არ ჰქონია ადგილი. ხელმოწერა, რომელიც ფიქსირდება პაციენტის დანიშნულების ფურცელში, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, იმის დასტურია, რომ დანიშნულებაში მოცემული მედიკამენტები ჩემ მიერ იყო დატოვებული პაციენტთან. დღესაც იმავე მდგომარეობაში ვართ ყველა პაციენტთან. თეა ბეგიაშვილი ტოვებს მედიკამენტს – ამით დავადასტურე, რომ ზუსტად ეს მედიკამენტები გაუკეთდა იმ პაციენტს და ის თეა ბეგიაშვილმა დატოვა“, თქვა ექთანმა.[პირველი არხი]

პროკურატურამ, ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე, კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილის ოჯახმა ალტერნატიული ექსპერტიზაც ჩაატარა, რომლითაც მათი თქმით, დგინდება, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი