ძმები კაკულიების საქმის მოულოდნელი შემობრუნება | რა მოხდა არაყიშვილის ქუჩაზე - დაზარალებულებმა ჩვენება შეცვალეს

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული თავდასხმის საქმის მოულოდნელი შემობრუნება. თავდასხმის ორი სამიზნე მთავარი ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ძმები კაკულიების სასამართლო პროცესზე, რომელზეც არაყიშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის საქმე განიხილება დღეს ორმა მსხვერპლმა ჩვენება მისცა.

სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი ამბობენ, რომ თავდამხმელები, რომლებიც მათი მისამართით ისროდნენ კაკულიები არ არიან. ამ ჩვენების შემდეგ ბრალდების მხარე გაოცებას ვერ მალავდა, თუმცა პროკურორები ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მტკიცებულება - ვიდეოკადრები, უტყუარად აჩვენებს, ვინ არიან დამნაშავეები. 

შეგახსენებთ, რომ ძმები, გურამ და დავით კაკულიები გასული წლის მაისში დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ქურთიაშვილზე თავდასხმა თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე 2022 წლის 27 მაისს მოხდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი