უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ელჩთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევჰენ პერებიინისს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორების წრეს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას, ასევე თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას.
"მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორების წრეს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას, ასევე, რომ თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას. ამ კონტექსტში მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამო. თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის ფედერაციაში ფრენების განახლებას", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კასიანოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა. საუბარია უკრაინის მოქალაქეების შესაძლო ევაკუაციაზე საქართველოდან.
ამასთან დაკავშირებით, შეხვედრა იყო დღეს კიევშიც. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, უკრაინაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს უკრაინის მოქალაქეებისთვის.