ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევზე სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ უკრაინის დედაქალაქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა - ამის შესახებ ინფორმასციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო საკუთარ Telegram-ის არხში ადასტურებს.

"ჰოლოსიევის რაიონში არასაცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და ორი დაჭრილის შესახებ. დაშავებულები მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს",- წერს კლიჩკო. 

შეგახსენებთ, უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული. პრეზიდენტის აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ პირველი რუსული რაკეტები უკვე ჩამოგდებულია უკრაინის ტერიტორიაზე. სარაკეტო საფრთხის გამო რიგ რეგიონებში ელექტროენერგია გაითიშა. 

იხილეთ ვრცლად:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი