რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 55 რაკეტა გაუშვა, საიდანაც უკრაინამ 47 ჩამოაგდო

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უკრაინაზე დღეს მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, მტერმა 55 საჰაერო და საზღვაო რაკეტა გაუშვა, საიდანაც 47 უკრაინამ გაანადგურა:

"მტერმა გაუშვა 55 საჰაერო და საზღვაო რაკეტა (X-101, X-555, X-47 "Kinzhal", "Kalibr", X-59) Tu-95, Su-35, MiG-31K თვითმფრინავებიდან და გემებიდან. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 47 საკრუიზო რაკეტა, მათგან 20 დედაქალაქის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ოთხი Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტიდან სამმა ვერ მიაღწია მიზნებს.

რუსების მიზანი იგივე რჩება - ფსიქოლოგიური ზეწოლა უკრაინელებზე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება.
მაგრამ ჩვენ არ გავტყდებით!

მადლობა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იცავენ უკრაინის ცას" ნათქვამია ვალერი ზალუჟნის შეტყობინებაში.

კიევზე სარაკეტო შეტევას დღეს  მსხვერპლი მოჰყვა. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ჰოლოსიევის რაიონში დაიღუპა ერთი და დაიჭრა 2 ადამიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი