უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც მეგობარი სახელმწიფოს ხელისუფლება - კობახიძე

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოც შეუერთდება იმ პარტნიორთა წრეს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას, ირაკლი კობახიძე ეხმაურება და ამ მოწოდებას სამწუხაროს უწოდებს: 

"მეორე ფრონტთან დაკავშირებით მოწოდებები არ წყდება. ამას ხან პირდაპირი ფორმით აკეთებენ, ხან ირიბი ფორმით. რა თქმა უნდა, უკრაინისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდება  სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ მოწოდებებს, პრაქტიკულად, ღია ფორმით აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემაა. უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი, მაგრამ, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს პარტნიორ ხელისუფლებას“, – აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება სანქციებთან შეერთების ნაწილს, კობახიძე ამბობს, რომ თბილისი ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ყველა სანქციას შეუერთდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გუშინ, 25 იანვარს, მინისტრის მოადგილე ევჰენ პერებიინისისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანა შეშფოთებულია რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენით და ქვეყანაში მყოფი უკრაინელების უსაფრთხოებით. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი