დიპლომატიური სკანდალი და დაბარებული ელჩები | რაზე ისაუბრეს უკრაინისა და საქართველოს ელჩებმა საგარეო უწყებებში

გამოქვეყნდა:

მორიგი ქართულ-უკრაინული დაპირისპირება დიპლომატიური კინკლაობით დასრულდა. თბილისში უკრაინის, კიევში კი საქართველოს ელჩები საგარეო უწყებებში გამოიძახეს. ანდრეი კასიანოვის განცხადებამ უკრაინელების შესაძლო ევაკუაციაზე, მხარეები იძულებული გახადა, კიდევ ერთხელ გაერკვიათ ურთიერთობა და დაეფიქსირებინათ პოზიცია.

ამ შეხვედრების შემდეგ თბილისი და კიევი მნიშვნელოვნად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ და საგარეო უწყებების ამ რელიზებით ხელისუფლებების პოზიცია სრულიად ნათელი ხდება - "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ საუბარი მხოლოდ უკრაინელების შესაძლო ევაკუაციის საკითხს შეეხო, უკრაინის ხელისუფლება კი უფრო ფაქთო სპექტრით არის დაინტერესებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი